49 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილის მადლობა ყველას, ვინც პროცესებში იყო ჩართული. ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, რომელიც 9 ნოემბერს დააკავეს, ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
იმის გამო, რომ ე.წ. საზღვრის კვეთა არ აღიარა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყო. ვაჟა გაფრინდაშვილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა.საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ.