გამოუძიებელი საქმეები - დანაშაულის წახალისების საფრთხე?

27 დეკემბერი 2019, 20:21 1620 ნახვა

გაუხსნელი დანაშაულების სტატისტიკა ახალ დანაშაულებს ახალისებს - ამბობენ იურისტები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მსგავსად ადვოკატები გამოუძიებელი საქმეებით გამოწვეულ და წახალისებულ ახალ დანაშაულებზე საუბრობენ - ნაწილი ამბობს, რომ თაროებზე ძირითადად თაღლითობასთან დაკავშირებული საქმეებია შემოდებული. თაროებზეა შემოდებული ბევრი ისეთი საქმე, რომელიც არ გახმაურდა და მედიაში ვერ მოხვდა, ეს კი ინტერესების დამცველების თქმით პოტენციური დამნაშავეებისთვის დაუსჯელობის განცდა ქმნის. ამბობენ რომ პრობლემაა კვალიფიკაცია და გამომძიებლების დეფიციტიც. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში კომენტარებს არ აკეთებენ, ოფიციალური სტატისტიკით კი მხოლოდ წელს სამინისტრომ 10 თვეში ჩადენილი  53 ათასი საქმიდან, 35 ათასზე მეტი ვერ გახსნა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი