პირადობის მოწმობა “ჩიპის გარეშე” - არის თუ არა არჩევნების გაყალბების საფრთხე?

27 დეკემბერი 2019, 18:29 1882 ნახვა

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უჩიპო პირადობის მოწმობების საკითხს არჩევნებს უკავშირებს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს.  ოპონენტები ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელბაზე საუბრობენ. უმრავლესობა ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. საქართველოს მოქალაქეებს, რელიგიური შეხედულებების გამო, უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლს მოსთხოვონ პირადობა, ელექტრონული მატარებლის ანუ "ჩიპის" გარეშე.  მოსამართლეებმა არგუმენტირებულად მიიჩნიეს ორი მოქალაქის სარჩელი, რომლებიც წერდნენ, რომ "ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას".

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში