რატომ შეარჩია კომისიამ ორი კანდიდატი ეთიკის ქარტიიდან? - აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ეჭვები ინტერესთა კონფლიქტზე

26 დეკემბერი 2019, 15:51 1823 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ჩხარტიშვილს მიაჩნია, რომ მისი კოლეგის, მეხუთე საბჭოს წევრის შერჩევის პროცესში კითხვები ჩნდება, რაზეც მედია დუმს. კონკრეტულად კი, გიგო ჩხარტიშვილს კითხვები აქვს უმაღლეს საბჭოს მიერ შექმნილ კომისიასთან, რომელის ორი წევრი ამავდროულად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებიც არიან. ამბობს, რომ შერჩეული სამი კონკურსანტიდან ორი "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წევრია  და ეს პრობლემურად მიაჩნია. ფიქრობს, რომ ეს კითხვებს ბადებს და ამაზე მესამე სექტორიც არ აკეთებს განცხადებას.  ასევე ამბობს, რომ  კომისიამ მხოლოდ სამი კანდიდატი შეარჩია, როცა კანონით მათ შეეძლოთ უფრო მეტი წარედგინათ დეპუტატებისთვის. 

''როდესაც ერთ მხარეს კომისიაში არიან წარმოდგენილები ქარტიის წევრები, შემდეგ უკვე გადასული სამი კონკურსანტიდან ორი ქარტიის წევრია, მე არ ვიცი ეს პროცესი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, სწორად, სამართლიანად. რატომ არავის არ უჩნდება შეკითხვა, არც მესამე სექტორს, არც მედიას ამასტან დაკავშირებით რომ ერთი ორგანიზაციის წევრებმა შეარჩიეს, თავისივე ორგანიზაციის თანაპარტნიორები. განა რამე პრობლემაა, უბრალოდ მხოლოდ ესენი შეარჩიეს და სხვები არ შესთავაზეს უმაღლეს საბჭოს. ეს რა თქმა უნდა კომისიის და უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, მაგრამ მე როგორც ერთ მოქალაქეს გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით შეკითხვები'', - განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა. 

პრეტენზიებს კომისიის თავმჯდომარე თამარ მამეიშვილი პასუხობს. ამბობს, რომ  კომისიის მიზანი იყო სამი საუკეთესო კანდიდატი წარედგინათ უმაღლესი საბჭოსთვის და ლავირების საშუალება არ ჰქონოდათ დეპუტატებს არსებული გამოწვევების ფონზე.  ასევე განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილეს. 

''შერჩეულ კომისიას კანონი სთხოვდა, წარმოედგინა მინიმუმ სამჯერ მეტი კანდიდატი. ჩვენ კანონის ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ვფიქრობთ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო კონცენტრირება მომხდარიყო კონკრეტული რაოდენობის კანდიდატზე და არჩევით ორგანოს, ვინც მეხუთე მრჩეველი უნდა შეარჩიოს, ლავირების საშუალება არ ჰქონოდა'' - თქვა თაკო მამეიშვილმა, რომელიც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე იყო. 

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კომისიის კიდევ ერთი წევრი, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მგელაძე კი ამბობს, რომ მისი მთავარი მოტივაცია იყო მებრძოლი კანდიდატები შეერჩიათ, რომლებიც "მთავრობის მიერ კონტროლირებად" მრჩეველთა საბჭოში მე-5 წევრად აღმოჩნდება, რაც მისი აზრით წარმატებით განახორციელეს. 

''ჩემი როგორც კომისიის ერთი წევრის მთავარი მოტივაცია ამ ადამინების შერჩევის შემთხვევაში იყო დღეს არსებული გამოწვევები. ვფიქრობ, რომ ამ სამი კანდიდატიდან, რომელიც არ უნდ აირჩიოს უმაღლესმა საბჭომ, აჭარის ტელევიზიაში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და დააკმაყოფილებს. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს მრჩეველთა საბჭო, რომელთა უმრავლესობა რბილად, რომ ვთქვათ კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ მზიანი იყო აგვერჩია კანდიდატები, რომელთანაც მსგავსი ეჭვები არ გვექნებოდა'' - განაცხადა გიორგი მგელაძემ.

''ჩვენ კომისიის წევრობა შემოგვთავაზეს მაშინ, როცა უკვე კანდიდატებს შეტანილი ჰქონდათ განცხადებები და ამ ადამიანებს მაშინაც შეეძლოთ გამოეთქვათ მოსაზრებები, თუ ამგვარ ინტერესთა კონფლიქტს ხედავდნენ. როგორც ჩანს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მივიღეთ და მე ვფიქრობ, თუ მათ არ მოსწონთ ე.ი. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ​ქარტიის წევრი ვარ ისევე, როგორც სხვა სამასზე მეტი თანამშრომელი, რომელიც მედიასაქმეს აკეთებს. ამ კონკურსის მოთხოვნა იყო, რომ მედიის გამკეთებელი ადამიანები გვინდოდა კონკურში ყოფილიყვნენ. კანონი ითხოვს ამას. სამა ადამიანთან თუ გაქვს ინტერესთა კონფლიქტი ე.ი საერთოდ აღარ უნდა იყო ამ კომისიაში. მე არანაირი პოზიცია ქარტიაში დღეს არ მიჭირავს'', - ამბობს ნათია კუპრაშვილი. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი