დაჭრილ პოლიციელს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

26 დეკემბერი 2019, 10:27 2180 ნახვა

ბათუმში დაჭრილ პოლიციელს დღეს სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერენ. იგი ერთი კვირის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა, ჩაუტარდა ოპერაცია.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრეს. ბრალდებული მისმა მეწყვილემ ადგილზევე დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი