ცილისწამების შესახებ კანონის შემოღებაზე პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი კობახიძე საუბრობს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ "სატელევიზიო სივრცეში დეზინფორმაციაზე" კანონპროექტი მოამზადეს. ფეისბუქის მიერ მთავრობასთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდის გაუქმების შესახებ კობახიძემ თქვა, რომ დეზინფორმაცია არა მხოლოდ ფეისბუქში, არამედ, სატელევიზიო სივრცეშიცაა. აღიქმება თუ არა ეს ინიციატივა მედიაზე ცენზურის დაწესებად?