თუ იყო ეჭვი, რომ ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას, ამ ნაბიჯით ეჭვი დადასტურდა - ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე აჭარის მაუწყებელზე

23 დეკემბერი 2019, 18:08 2954 ნახვა

"ნათია ზოიძეს სარედაქციო გუნდი აღიქვამდა როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტს, როდესაც მოვიდა დირექტორი, მან დაიწყო ამ გარანტის რყევა და თუ იყო ეჭვი, რომ ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაბიჯით ჟურნალისტების ეჭვიც და ჩვენი ეჭვიც დადასტურდა," - ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ ნანა ბიგანიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მიერ მისი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

დღეს, აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ბრძანება გამოსცა და მაუწყებლის დირექტორის მოდგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებიდან პუნტქი - "სარედაქციო პოლიტიკის მართვა" ხელშეკრულებიდან ამოუღო

ნანა ბიგანიშვილის თქმით, ახალ დირექტორს პრობლემების მოგვარებით უნდა დაეწყო საქმიანობა: “არაერთი პრობლემა დახვდა ახალ დირექტორს მაუწყებელში. მან რატომღაც ნათია ზოიძის ხელშეკრულების ცვლილება აირჩია პრიორიტეტად, ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროა, რომ საბოლოოდ ეს ხელშეკრულება მაინც შეცვალა. უნდა დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნათია ზოიძე. იმედი გვაქვს, ის დარჩება ტელევიზიაში და გააგრძელებს თავისი უფლებების დაცვას. ვისაც გული შეგვტკივა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის არსებობაზე საქართველოში, ნათია ზოიძეს და გუნდს ექნება მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია არ გატყდეს გუნდის ერთსულოვნება. თითოეული ზეწოლის ან ჩარევის მცდელობა უნდა იყოს გასაჯაროებული. თუ ერთიანად მედგრად დაუდგებით ცენზურის მცდელობას, თუ ასეთი იქნება, ეს იქნება ყველაზე მთავარი”, - განაცხადა ბიგანიშვილმა


რა პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო თვეების განმავლობაში:

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი განხორციელდა. 

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან 4 მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. 

მეოთხე კონკურსი ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. რის გამოც, ისე დაუსრულდა უფლებამოსილება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ დირექტორი ვერ აირჩიეს. 

მედია ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სასამართლოს დახმარებით ხელოვნურად გაჭიანურდა, ვინაიდან ძველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვერ აარჩევინეს ის კანდიდატი, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას. წინა კონკურსების დროს, საბჭოს უკვე ყოფილი წევრები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ორი საბჭოს წევრი სისტემატიურად სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს და სამი წევრს ჰქონდა შანსი, მაუწყებლის დირექტორად აერჩიათ პირი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან. 

ყოფილმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ თქვა, რომ  5 წევრიდან ორ ხმას სამთავრობო კანდიდატი იღებდა. ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე კი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორის არჩევაზე კონსულტაციები, სამ მრჩეველს შორის ხდებოდა.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილის ამბობდა, ჰქონდა მოლოდინი, მე-4 კონკურსზე, აერჩიათ დირექტორი, კონსესუსი სამ მრჩეველს შორის შედგებოდა. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო კანდიდატების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ არც ბევრი დრო ჰქონია და არც სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმიანობით დაინტერესებულიყო. 

მედიაექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კონკურსის შეჩერებამ მისცა შანსი უკვე ახლად დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს აერჩია დირექტორი, რომლის უმრავლესობა - ანუ სამი წევრი, მართველი პარტიის კვოტით არის წარდგენილია და არჩეული. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებად მიიჩნიეს, დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს და განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი