ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა

23 დეკემბერი 2019, 15:28 670 ნახვა

ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული წინადადებები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მთავრობის ხელმძღვანელს საკოორდინაციო ჯგუფმა წარუდგინა, რომლის შემადგენლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ის გამოწვევები, რაც გასულ წელს არსებობდა, მათ შორის საპარკინგე ადგილების რაოდენობა, გზების წმენდის ინტენსივობა და  ჯანდაცვის სერვისები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში