დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ცოტა ხნის წინ, დაშავებული რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პოლიციელს პოსტოპერაციული მკურნალობა უტარდება.
პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გუშინ მოხსნეს. ის კისრის არეში ცივი იარაღით სამი დღის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე დაჭრეს .