შეხვედრა ომის ვეტერანთან

21 დეკემბერი 2019, 12:46 2397 ნახვა

რუსეთ-საქართველოს ომისა და ერაყის სამშვიდობო მისიის მონაწილეს,ვეტერან  გიორგი მიქელაძეს ეროვნული გვარდიის იუბილე და დაბადების დღე მიულოცეს "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" აჭარის  სამმართველოს წარმომადგენლებმა და მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ.   

სერჟანტი   გიორგი მიქელაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაიჭრა, სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის შემდეგ მას დაჭრილები ტერიტორიიდან გაჰყავდა, რა დროსაც ხელმეორე ავი დაბომბვაში მოჰყვა, მძიმე ჭრილობების შედეგად   ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გიორგი მიქელაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით ,ასევე  მედლებით მხედრული მამაცობისა და საბრძოლო იარისთვის.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი