საქართველოს ეროვნული გვარდია 29 წლისაა

21 დეკემბერი 2019, 12:25 1429 ნახვა

საქართველოს ეროვნული გვარდია 29 წლისაა.  გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე, თავდაცვის მინისტრმა  მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ქმედით და ეფექტიან რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო, რაც ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

მისი თქმით, ქმედითი და ეფექტიანი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება გვარდიის უმთავრესი ამოცანაა. მინისტრმა საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებით და უწყებრივი მედლებითაც დაჯილდოვდნენ.

საქართველოს ეროვნული გვარდია პირველი სამხედრო ფორმირებაა, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი