აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს "სამხრეთ ოსეთის" ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ განაჩენის ლეგიტიმურობას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე საელჩო, კიდევ ერთხელ მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი.
„აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მოხდა სხვა დაკავებების ფონზე, ასევე გაუარესებულია ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა ცხოვრებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და გაუარესებულია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ სიტუაცია, რაც ზედმეტად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ყოფაზე ორივე მხარეს.“- ნათქვამია განცხადებაში.