პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი იწყება

21 დეკემბერი 2019, 12:40 1721 ნახვა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის  პროცესი,  ბათუმის საქალაქო სასამართლოში,  ამ წუთებში იწყება.  მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წინასწარი მოთავსების იზოლატორში  წარედგინა.  მან ბრალის წარდგენის დოკუმენტს ხელი არ   მოაწერა  და დუმილის უფლება გამოიყენა.

სასამართლოში ეჭვმიტანილის ინტერესებს დღეიდან სახაზინო ადვოკატი დავით კეკელიძე დაიცავს. დაკავებულს პროკურატურა  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა  მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 

ბრალის  დამტკიცების შემთხვევაში  ეჭვმიტანილს 16- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, დაკავების დროს მეორე პოლიციელზე ფიზიკური დაზიანების მიყენების გამო   საქმე აღძრულია ამავე მუხლის მეორე ნაწილითაც ,რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი