მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, 2020 წლის არჩევნებისთვის შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.
"ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს ნაცვლად 77-ს, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.