საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია ქუჩაში დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში ვერაზე, კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ცოტნე გამსახურდიას გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.