დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის

18 დეკემბერი 2019, 20:35 2140 ნახვა

სტუდენტები და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები 15 წლის მოზარდის სოლიდარობის ნიშნად, მსვლელობას მართავენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ და რესპუბლიკის მოედნის გავლით, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. მანამდე კი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

ახალგაზრდებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კი მათ სამართალდამცველები ფოტოს უღებდნენ, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. შეხლა-შემოხლა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავება სცადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში