სახალხო დამცველი: "დაკითხვისას სავარაუდოდ, ადგილი ჰონდა ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას"

18 დეკემბერი 2019, 18:32 1834 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდისა და მისი თანატოლების დაკითხვისას სავარაუდოდ, ადგილი ჰონდა ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას.  განცხადება ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, გამოკითხვა სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობას. მისივე თქმით, პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის დროს, ლუკა სირაძის გარდა, კანონის მოთხოვნები სხვა არასრულწლოვანების მიმართაც დაირღვა. „გარემოებები, რომლებიც ბავშვისთვის არ არის მისაღები, გამოიკვეთა სკოლაშიც და პოლიციაშიც - გპირდებით, რომ არც ერთი პირის მიმართ არ ექნება ფაქტის შელამაზებას ადგილი“ - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა. სახალხო დამცველი ამ წუთებში პარლამენტში სოფიო კილაძეს ხვდება, რომელიც ამბობს, რომ საკითხის კომპლექსური შესწავლაა აუცილებელი, და აუცილებელია პროცესში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთოს. ადასტურებს, რომ  სისტემაში არის ბევრი პრობლემა.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი