ფონდ ღია საზოგადოების კვლევის თანახმად, შშმ პირების ჩართულობა საქართველოს მუნიციპალიტეტების საქმიანობაში, ბიუჯეტისა და პროგრამის შემუშავებაში საკმაოდ მცირეა, შედარებით უკეთესი გარემოა ბათუმში, სადაც სხვა მუნიციპალიტეტბთან შედარებით, შშმ პირების საჭიროებებზე მეტი თანხა იხარჯება, თუმცა პროცენტულად სახსრების გადანაწილება, აქაც იგივეა რაც სხვა მუნიციპალიტეტებში, პრობლემებია ხელვაჩაურის სადაც 2014-18 წლების მონაცემების გათვალისწინებით ფონდი აკეთებს დასკვნას, რომ რეგიონში მეტი შშმ პირია, ვიდრე დარეგისტრირებულია შესაბამის სოციალურ სამსახურებში. ბათუმის მერიის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომავალში ბიუჯეტის პროგრამირებაში გათვალისწინებულია ხარჯების ზრდა და ასევე პროგრამები შშმ პირების საზოგადოებრივი ცხოვრებაში და დასაქმებაში ჩართვის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით.