ვიდეო - ნინო ხოზრევანიძე
თბილისის საკრებულოს ოთახში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთან ერთად ჩაიკეტა, მათ თავისუფლება შეზღუდული რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდათ.
ოთახში მყოფი დაცვის თანამშრომელი ირწმუნებოდა, რომ კარი არავის ჩაუკეტავს, იგი დაზიანდა და გაიჭედა. მისივე თქმით, ჟურნალისტს კაბინეტში ჩაკეტვით არავინ დამუქრებია, მან მისაღები საკუთრაი სურვილით არ დატოვა.
"მეც ძალიან მაგრად მინდა გავიდე გარეთ, მაგრამ ვერ ვახერხებ"- განუცხადა ოთახში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტს.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის მტკიცებით, მას ჯერ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ ჭონქაძე მუშაობაში ხელს უშლიდა, ასევე დაემუქრა თუ არ გავიდოდა ოთახიდან ჩაკეტავდა მას ამ ოთახში.
რამდენიმე წუთის განამავლობაში ჟურნალისტი მართლაც ვერ გავიდა ოთახიდან, თუმცა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ ჭონქაძემ თქვა, რომ ის არავის დამუქრებია, კარი კი გაეჭედა.
იქვე, ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ პოლიციას მიმართავდა მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, რადგან საქმიანობაში ხელს უშლიდა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო - "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდან
თბილისის საკრებულოში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა აქცია გამართეს და "ქართული ოცნების" დეპუტატის ოთახში, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახს იდიოტები და პროვოკატორები უწოდა. ისინი ითხოვდნენ, დეპუტატს საკრებულოში დაკავებული თანამდებობა დაეტოვებონა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა უსაფრთხოების სამსახურმა, აქტივისტების და დეპუტატების გარეთ გამოყვანა შეხლა-შემოხლის ფონზე დაიწყო.
ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ აქციები ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახს გინებას მოჰყვა. 16 დეკემბერს, დეპუტატმა "ერეკლე კუხიანიძემ, მისი ლექსიკის გამო ბოიდში მოიხადა და თქვა, რომ ემოციურ ფონზე დაწერილ პოსტში ცუდი სიტყვები გამოიყენა, რისთვისაც იხდის ბოდიშს. „ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი რა ხდება", - თქვა „ტვ პირველის" ეთერში ერეკლე კუხიანიძემ. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმს და მისი ოჯახის წევრებს, სოციალურ ქსელში დეპუტატმა აგინა, მათ იდოტები და პროვოკატორები უწოდა.