​გოდერძის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

17 დეკემბერი 2019, 10:41 3509 ნახვა

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. კურორტზე მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა შესაძლებელია. თოვლის საფარი იქ უკვე 20 სმ აღწევს. ამ დროისთვის კურორტზე არ თოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით ხვალ და ზეგ აჭარაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გოდერძის უღელტეხილზე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, უმეტესად უნალექოდ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი