საავტომობილო გზები დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
''ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.