‘’ტრადიციების კვალდაკვალ’’ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში კონფერენცია მიმდინარეობს. აჭარის მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თემატური ნაშრომები ტრადიციულ აჭარულ სამოსზე, ქალისა და კაცის ჩაცმულობაზე, სიმღერასა და ადათ-წესებზე წარმოადგინეს.
კონფერენცია ინდივიდუალური და საოჯახო შემსრულებლების ფოლკლორულ - ეთნოგრაფიული მეხუთე ფესტივალის ფარგლებში იმართება. ფესტივალი ორდღიანია,ხვალ, საკონცერტო ნაწილი გაიმართება. იგი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ტარდება.