რეგიონებიდან-დედაქალაქში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგემილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეები ადრიანად მიკროავტობუსებით გაემგზავრნენ.დედაქალაქისკენ ავტომობილების კოლონა ამ წუთებშიც მიემართება.
ბათუმში, ტრანსპორტში ჩასხდომა რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. თბილისისკენ მიმავალებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალა არავის დაუტანებია. გუშინ, სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გააკეთა, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეებისგან მიღებული კონფედენციალური ინფორმაციით, მოქალაქეებზე ირიბი და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა აქციაზე წასასვლელად.