გემიდან გატაცებული მეზღვაური ბათუმში რამდენიმე დღეში დაბრუნდება - საგარეო უწყება

13 დეკემბერი 2019, 19:54 1449 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია, ის ამჟამად ქალაქ აბუჯაში მიემგზავრება, საიდანაც საქართველოში დაბრუნდება. 

'' საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European product carriers. პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და დახმარება სთხოვა საკითხის მოგვარებაში.

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან.

2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „Elka Aristotle“-ს.

თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა ოთხი მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე'', -  აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი