მძევლად აყვანილი ბათუმელი მეზღვაური გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საქართველოში, სავარაუდოდ ახალ წლამდე დაბრუნდება.
ბერძნულ ტანკერ Elka Aristotle-ს მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან ოთხ ნოემბერს დაესხნენ თავს და მძევლად ეკიპაჟის 4 წევრი აიყვანეს.
ქართველი, ბერძენი და ფილიპინელი მეზღვაურები მეკობრეებმა უკვე გაათავისუფლეს.