საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი-გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
სხდომას პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრ ა და 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.