"პარლამენტში არ შემიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საშვი გუშინ დაუშვეს, უჩემოდ აირჩევენ ე.წ. კვალიფიციურ და კლანის მხარდამჭერ მოსამართლეებს" წერს იუსტიციის საბჭოს არამოსამაღტლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსლეში.
ნაზი ჯანეზაშვილი ეწინააღმდეგება და აპორტესტებს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის წესს და საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლება უზენაეს სასამართლოში, უვადოდ იმ მოსამართლეების განმწესებას ცდილობს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, თუმცა კლანის წევრები არიან. მოსამართლეების ამ სიის ჩავარდნაზე, არასამთვრობო სექტორთან ერთად, სახალხო დამცველი და იუსტიციის საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძეს საუბრობს.
საქართველოს პარლამენტმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს კენჭს უყაროს. ამის შემდეგ კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარიან.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვისმოსამართლეების კანდიდატურების შესათანხმებლად ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს და კანდიდატები დამოუკიდებლად საკასაციო სასამართლოში არ განაწესოს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანდიდატთა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი ვერ პასუხობდა.