მეხუთე მრჩევლის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

11 დეკემბერი 2019, 20:40 1954 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შესარჩევად უმაღლეს საბჭოში კომისია შეიქმნა. კომისია პირველ ეტაპზე დოკუმენტაციას შეისწავლის და კანდიდატებს გაესაუბრება. შემდგომ კი კენჭისყრა უმაღლეს საბჭოში ჩატარდება. წინა წევრების არჩევისგან განსხვავებით ამჯერად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შესარჩევ კომისიაში მედია - სპეციალისტები შეიყვანა. მათ შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი გიორგი მგელაძე და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი.

კომისიაშია „აღმოსავლეთ - ევროპის ცენტრი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ რეგიონალური კოორდინატორი თამარ მამეიშვილი. ასევე პროფკავშირების წევრი მანანა შარაშიძე და „ინტელექტის“ თავმჯდომარე ლევან გობაძე.  კომისიამ, უმაღლეს საბჭოს მინიმუმ  3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს.  აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი 9 პირს აქვს.

ესენი არიან: ლაშა ზარგინავა, ირმა ზოიძე, არჩილ ხახუტაიშვილი, ციალა ქათამიძე, ნათია აფხაზავა,  ბეჟან გობაძე, თეიმურაზ დიასამიძე, ჯემალ მეგრელიძე  და გია ქარცივაძე. ამჯერად კვოტა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი