თამარის დასახლებაში ორი თვის წინ დარგული ნაძვები ხმება

10 დეკემბერი 2019, 15:00 1762 ნახვა

ბათუმში თამარის დასახლებაში ორი თვის წინ საკრებულოს წევრების მიერ დარგული ნაძვები ხმება.   საკრებულოს წევრები მიზეზად ნაძვებზე მეორადი ზეთის დასხმას ასახელებენ.  

ვინ ჩაიდინა ვანდალური ფაქტი უცნობია. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ხეები გაიწმინდა სპეციალური ხსნარით და ჩაუტარდა წამლობითი ღონისძიებები. უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი