შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროსტიტუციისთვის ფართის უკანონოდ გადაცემის საქმეზე არავინ დაუკავებიათ. უწყებაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
პოლიცია გუშინ, 9 დეკემბერს, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 12 ობიექტში ერთდროულად შევიდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობს.