მუსულმანური სამყარო დღეს ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ყურბაინ ბაირამის ლოცვა შესრულდა ბათუმის მეჩეთში. აქ მომლოცველები დილიდან შეიკრიბნენ. ასობით მუსლიმს, მეჩეთში ფართის სიმცირის გამო, ლოცვის შესრულება ქუჩაში ღია ცის ქვეშ მოუწია. განცხადებები გაკეთდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებითაც.