ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე 6 საცხოვრებელ სახლს საფრთხე ემუქრება. მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ საცხოვრებლების კედლები დაბზარული და გადახრილია მიწაზე კი ნაპრალებია. მოსახლეობამ ფაქტი 112-ს შეატყობინა, ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა მათ უსაფრთხოების მიზნით სახლების დაცლა ურჩია. როგორც მუსხელიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, სახლები ავტობანიდან 15 -20 მეტრითაა დაშორებული, სავარაუდოდ გზის მშენებლობისთვის დაყრილ მასას გრუნტმა ვერ გაუძლო და სახლების საძირკველი დააზიანა. ავტობანს მუსხელიშვილის ქუჩის მიმდებარედ თურქული კომპანია „ფოლადიოლა“- აშენებს. მოსახლეობა ამბობს, რომ მიიღეს დაპირება, ქირით გაყვანაზე. ამაღამ კი უსაფრთხო თავშესაფარი თავად უნდა მოძებნონ. იღებს თუ არა მომხდარზე პასუხიმგებლობას კომპანია?- ამის გასარკვევად ოფისში მივედით თუმცა კომენტარი არ გააკეთეს. დაცვის სამსახურის ინფორმაციით, პასუხისმგებელი პირები ადგილზე არ იმყოფებიან.