2018 წელს ბათუმში ჭადრაკის 44-ე მსოფლიო ოლიმპიადა ჩატარდება. ოლიმპიადა ფიდეს მიერ ორგანიზებული მთავარ გუნდური შეჯიბრია და ჭადრაკის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია ბაქოში 42-ე მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. მანამდე კი მთავრობის თავმჯდომარე ბაქოში ფიდე-ს გენერალური ასამბლეის გახსნაზე მივიდა, რომელზეც ზურაბ პატარაძე სიტყვით გამოვიდა.