საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს სოლიდარობა ქუთაისელმა კოლეგებმა გამოუცხადეს.
მედიის წარმომადგენლებმა, დღეს მხარდამჭერი აქცია გამართეს. ბანერებით "დაგვთვალე" აქციაზე შეკრებილებმა, მაუწყებლის დირექტორს, თანამშრომლების დისკრედიტაციის ნაცვლად, სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.