საგრანტო კონკურსი კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის

07 დეკემბერი 2019, 12:15 1124 ნახვა

აჭარაში  რეგისტრირებული კულტურის სფეროს წარმომადგენლების საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშესაწყობად. საგრანტო კონკურსში   განაცხადების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო.

კონკურსი ორ ეტაპად ტარდება, პირველი ეტაპის  ბიუჯეტი  34 000 ლარს შეადგენს და 3-დან 13 დეკემბრამდე  პერიოდს მოიცავს, ხოლო მეორე ეტაპზე  რომლის ბიუჯეტი  40 700 ლარია  განაცხადების მიღება 10  აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით  გაგრძელდება.

საკონკურსო განაცხადებს საგრანტო კომისია  წინასწარ შემუშავებული და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი