ქედის მერიის თანამშრომლის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. რამინ პაპიძის განმარტებით, ის ბრალდებულს მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა, შემდეგ კი დაკავებული ტარიელ თურმანიძე თბილისში გადაიყვანეს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ დეტალურად გახდება ცნობილი, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას.
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფროსი სპეციალისტი, სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თემაზე მუშაობს და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.