გვყავს ორი დაკავებული და ორივე აღიარებს, რომ ნარკოტიკი მისია - ბერის ადვოკატი

05 დეკემბერი 2019, 14:10 1389 ნახვა

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი ყვება, რომ ბერთან ერთად კიდევ ერთი მოქალაქე აიყვანეს, რომელიც ასევე ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მისია. იგივეს აღიარებს სასულიერო პირიც.

ამოღებულია 47 აბი ნარკოტიკული ნივთიერება. პოლიციამ ის ერთ-ერთ ჩანთაში იპოვა. 

''დააკავეს ვინმე რომან მალანია, მასთან ერთად იმყოფებოდა მამაო, მალანიას თან ჰქონდა ჩანთა, რომელშიც იყო ნარკოტიკი, ის აღიარებს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება მისი იყო. თუმცა გუშინ საღამოს ბერი მოვიდა ჩემთან. მითხრა, რომ სურდა აღიარებითი ჩვენების დაწერა. პოლიციაში გამოცხადება და ბრალის აღიარებაზე. ახლა ეს აღიარებითი ჩვენება ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი ეკუთვნის მას. გვყავს ორი დაკავებული და ორივე აღიარებს, რომ მისია ეს ნარკოტიკი'' - ამბობს ჯიტა გულუა. 

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ის ქართული ეკლესიის მღვდელმსახური არ ყოფილა და საქართველოში ვიზიტის დროს, სახლში ცხოვრობდა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მსახურობს დაკავებულის ძმა, რომელიც ასევე მღვდელმსახურია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი