სიჩქარის შემანელებელი ე.წ გზის ბარიერების განთავსებას ითხოვენ ქედის რამდენიმე სოფელში

04 დეკემბერი 2019, 20:10 1673 ნახვა

სიჩქარის შემანელებელი ე.წ გზის ბარიერების განთავსებას ითხოვენ ქედის რამდენიმე სოფელში. სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა გადაადგილება მოასფალტებული გზების მონაკვეთებში,  რადგან აქ ხშირად ფიქსირდება გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევები.

საუბრობენ ბარიერების აუცილებლობაზე სასწავლო დაწესებულებებთან, სადაც ბავშვები გადაადგილდებიან. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ მსგავს მოთხოვნებს საგზაო დეპარტამენტში აგზავნიან. ამ უწყებაში კი ირწმუნებიან, რომ ნამლისევიდან და ვაიოდან მოსახლეობის მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი