აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა პროტესტი -მედიაექსპერტების შეფასება

04 დეკემბერი 2019, 20:20 1690 ნახვა

საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ მედია-ექსპერტები და სახალხო დამცველი. ისინი მაუწყებლის გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ პროფესიული სტანდარტების დაცვა არის მთავარი ღირებულება და მასთან ბრძოლაში ნებისმიერი პირი წააგებს.  „ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ზეგავლენას ახდენს მთლიანად საქართველოს მედიასივრცეზე“ - ამბობს ნინო ლომჯარია.

იგი ხვალ მაუწყებლის ჟურნალისტებს და დირექტორს შეხვდება.  „ჩვენ ვხედავთ ჩარევის ნიშნებს, ეს ხელს შეუშლის ტელევიზიის მომავალს“ - ეს კი ეკა გიგაურის განცხადებაა. მწვავეა შეფასებებში მედია-მენეჯერი ნინო ჯანგირაშვილი. მისი თქმით პროცესი მართულია ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც არ სურს ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი