ხარვეზები სისხლის სამართალწარმოების საქმეებში - საიას ანგარიში

03 დეკემბერი 2019, 18:31 1384 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისიხლის სამართლის საქმეების განხილვის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.ერთ-ერთ პრობლემად არის დასახელებული ის რომ 98 პროცენტის შემთხვევაში სასამართლო  აღკვეთი ღონისძიების სახით იყენებს მხოლოდ  გირაოს ან პატიმრობას და არ ხდება ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

გაზრდილია პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლის ტენდენცია და კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მიერ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. საიაში ამბობენ, რომ მკვეთრად გაზრდილია ოჯახური  დანაშაულების  პროცენტული მაჩვენებელი.ორგანიზაციის  რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს გაეგზავნებათ. სასამართლო სხდომების მონიტორინგის  2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი