3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. დღეს დაგეგმილია არა ერთი ღონისძიება. იმართება საერთაშორისო კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის, შვედეთის, ბრიტანეთის ელჩებმა საქართველოში. დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. თარიღი 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.