ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ცნობილი ღვინის საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის ხელმძღვანელობით საქართველოს ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი ესტუმრა. ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა მოინახულეს ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ქართლსა და კახეთში, სადაც ადგილზე დააგემოვნეს ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ასევე ქართულ სამზარეულოს.