არაერთგვაროვანი მიდგომა, დროებითი ღონისძიებები, არაღიარებული უსახლკარობა ქვეყანაში და რეალური ვითარება - ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ ქვეყნის 6 მუნიციპალიტეტში სერვისები შეისწავლა.
ბათუმის მერიას რამდენიმე პროგრამა აქვს, მაგრამ დასკვნის სახით ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ეს უსახლკარო ადამიანების ყოფის დროებითი შემსუბუქებაა და არაა ორიენტირებული მიზეზებთან ბრძოლაზე, ან შემცირებასა და აღმოფხვრაზე.
ამასთან თვალშისაცემია ფაქტი, რომ მერიას ბინით დაკმაყოფილების თხოვნით ყოველწლიურად ასობით მოქალაქე მიმართავს. ქვეყნის პრობლემა, არარსებული სტრატეგია და ფრაგმენტული მიდგომა.