მაუწყებლის დირექტორი მოადგილეს საჯარო ინფორმაციის უკანონოდ გაცემაში ადანაშაულებს

02 დეკემბერი 2019, 18:38 1358 ნახვა

საქმეზე რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი  მოადგილეს. ნათია ზოიძეს ედავება შიდა-მოკვლევა დაწყებულია.ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზ.მაუწყებლის ვებგვერდს მისცა, ნათია ზოიძე ამბობს, რომ ახალი დირექტორი სისხლის სამართლის დანაშაულად უთვლის მაუწყებლის ყოფილი მრჩევლის მიერ საარქივო მასალის გამოთხოვას და კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებით დაემუქრა.  მისივე ინფორმაციით,  საქმე  ეხება ბეჟან გობაძის მოთხოვნას ლევან ვარშალომიძის შესახებ  2004-2012 წლებში სატელევიზიო ეთერში გასულ  საარქივო სიუჟეტებს.  ნათია ზოიძემ განმარტა, რომ ერთადერთი პროცედურა, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია, არის ის, რომ დაგვიანდა ინფორმაციის შეგროვება და გაცემა. მისივე  ინფორმაციით, მასალის მოცულობიდან გამომდინარე გობაძეს ოფიციალური წერილის დაწერა მოსთხოვა, რის შემდეგაც გაცემდა მაუწყებლის საარქივო მასალას.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი  ადასტურებს, რომ მან  ნამდვილად გამოითხოვა ინფორმაცია ტელევიზიის არქივიდან რომელიც ეხებოდა   2004-2012 წლებში ლევან ვარშალომიძის შესახებ ეთერში  გასულ  სიუჟეტებს. ბეჟან გობაძე ამბობს,  რომ მას აღნიშნული მასალები მაუწყებლიდან არ წაუღია რადგან შეგროვებული  მასალები და ინფორმაცია   არასრულყოფილი იყო. ბეჟან გობაძე ამბობს, რომ მას როგორც მრჩეველთა საბჭოს წევს ამ მასალების გამოთხოვის უფლება აქვს და პრობლემას ვერ ხედავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი