პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლა მღელვარებაა, მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან თუ სიმშვიდეს, სიყვარულს დავკარგავთ, ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს - ასე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გამოეხმაურა.
მეუფე შიოს თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლა მღელვარებაა და ასეთ დროს სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საკვირაო წირვის შემდეგ იქადაგა პატრიარქმაც, ილია მეორემ ადამიანის რთულ ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოვრება ეს არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა. პატრიარქის თქმით, რთულ დროს ვცხოვრობთ.