ბათუმის ცნობილი შენობები, პიროვნებები და მათი ისტორიები იყო ტრენინგის თემა, რომელსაც ათეულობით დამწყები და მოქმედი გიდი დაესწრო. მონაწილეებმა ცნობილი თუ უცნობი ისტორიები ქალაქის პრაქტიკული ტურისას იმ შენობებთან მოისმინეს, სადაც XIX-XX საუკუნეების, ბათუმის კულტურულ-ისტორიული წარსული იქმნებოდა.
სემინარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა აღნიშნული თემისა, 8 დეკემბრამდე ტრენინგები ბათუმური ეზოების, აივნების, კარების, ქართული მითოლოგიის, ქორეოგრაფიისა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის შენობაში გაიმართება.