„ყოფილი პატიმრების, პატიმართა და პრობაციონერთა მხარდაჭერის“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროგრამა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტის ფარგლებში 1500-მდე ბენეფიციარს სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია. დასაქმდა 400-მდე პირი და ამდენივე პროფესიაში გადამზადდა.