აზარტულ თამაშებზე კონტროლის დაწესებაზე 10 000 ხელმოწერა ვადაზე ადრე შეგროვდა - ანა დოლიძე

29 ნოემბერი 2019, 10:45 2457 ნახვა

აიკრძალოს 25 წლის საქართველოს მოქალაქისთვის აზარტული თამაშების (წამახალისებელი გათამაშებისა გარდა) ადგილზე შესვლა და თამაში, მათ შორის, ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართვა და რეგისტრაცია. მანამდე რეგისტრირებულებს კი შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება; 

მთავრობამ სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი ან პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად.

სრულად აიკრძალოს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა უნდა შეეხოს ტელევიზიას, რადიოს, ინტერნეტ მედიას, სოციალურ მედიას, ციფრულ ვებ-გვერდებს, ბლოგებს, გარე რეკლამებს განთავსებულს ბილბორდებზე, ლაითბოქსებზე, ავტობუსებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსებზე: 

ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც, კაზინოები განთავსდება კონკრეტულ სპეციალურ ტურისტულ ზონებში - წერია პეტიციაში, რომელსაც 10 000 ადამიანმა უკვე ხელი მოაწერა  - წერია პეტიციაში, რომელსაც საქართველოს 10 000 მეტმა მოქალაქემ უკვე მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ითხოვენ პარლამენტმა კანონპროექტზე მუშაობა დაიწყოს. 

"ძალიან მაგარი ამბავი უნდა გითხრათ, ერთ კვირით ადრე, შევაგროვეთ 10 000 ათასი ხელმოწერა აზარტული თამაშების რეგულირებისთვის. ვულოცავ ყველას, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა ამ იდეას, ვინც რეკავდა, გვწერდა რომ ეშინია, მისი ბავშვი არ გაახდეს აზარტულ თამასებზე დამოკიდებული. 

ვულოცავ სანდრო ბერაძის ოჯახს და მის მეგობრებს, რომელთა დახმარების გარეშე ეს არანაირად არ მოხდებოდა. ვულოცავ ყველა მშობელს, რომელიც ყოველდღიურად ნერვიულობს იმას, რომ მისი შვილი არ ჩაერთოს აზარტულ თამაშებში, ძალიან მაგარი ამბავია. მართალია ეს არის ძალიან დიდი ბრძოლის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. არ იქნება ადვილი რეკლამის აკრძალვა და აზარტული თამაშების გავლენისგან დაცვა, თუმცა ყველგან და ყოველთვის ბრძოლას აქვს აზრი"- ამბობს ანა დოლიძე.  

აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანია, ანა დოლიძემ 2019 წლის ოქტომბერში დაანონსა, მალევე ცნობილი გახდა, რომ აზარტული თამაშებზე დამოკიდებულების გამო, პირველი არხის ოპერატორმა სანდრო ბერაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  ამ ფაქტის შემდეგ, პირველმა არხის მენეჯმენტმა, აზარტული თამაშების რეკლამაზე უარი განაცხადა. 

ამ ფაქტის შემდეგ, კამპანია უფრო გაძლიერდა. კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ 29 ნოემბერს, 19:30 სთ-ზე აქციას მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება. 

"შემოგვიერთდით და ერთად ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა დაიწყოს პეტიციის მოთხოვნების დაუყოვნებლად შესრულება" - წერია სოციალურ ქსელში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში