მოგიყვებით გამოწვევად ქცეული ბათუმი-ველოს გამართული მუშაობის შესახებ - ხშირად ტერმინალები დაზიანებული და გათიშულია, ზიანდება ველოსიპედებიც.
ბათუმის ავტოტრანსპორტში ირწმუნებიან, რომ ტერმინალების შეკეთება თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უხდებათ, მაგრამ პრობლემას ესეც ვერ აგვარებს. ველოსიპედით გადაადგილების მოყვარულები სხვა გამოწვევებზეც საუბრობენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ადგილობრივი მთავრობის მუშაობის ეფექტიანობას.