"აგენტს როდის მეძახდა, თავგასიებულს მეძახდა" - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

27 ნოემბერი 2019, 15:37 3799 ნახვა

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, დღეს, 27 ნოემბერს, პრესკონფერენცია გამართა და იმაზე ისაუბრა, თუ რატომ შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კიევში. თქვა, რომ  სააკაშვილს ყველაზე გავლენიან ქართველ პოლიტიკოსად მიიჩნევს, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

ამბობს, რომ თავადაც, სააკაშვილიც და „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ვალერი გელბახიანიც საკუთარ თავს და ეგოს გადაახტნენ და ერთმანეთს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეხვდნენ:

„ნურავინ ნუ დაიჩემებს, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ვალერი გელბახიანზე მეტად რეპრესირებული ყოფილიყოს. პაპზე უფრო კათოლიკეები ნუ იქნებით. ხუთი წელი ლუკმაპური არ ჰქონდა, სად დადიოდა და რომელ ქვეყანაში ღამეს ათევდა, კაციშვილმა არ იცის. და კაცმა მოახერხა ეს. დააფასეთ და კი ნუ დასცინით ადამიანს. შერიგებას და მშვიდობის ჩამოგდებას ნუ დასცინით“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ პრესკონფერენციაზე.

 ჟურნალისტის კითხვაზე - აპატიეს თუ არა სააკაშვილმა და მან ერთმანეთს წყენა და რას ფიქრობს ახლა იმაზე, რომ სააკაშვილს ის ჯალათად, სააკაშვილი კი მას,  აგენტად მოიხსენიებდა, სანიკიძემ უპასუხა:

"აგენტს როდის მეძახდა?! - თავგასიებულს მეძახდა" - განაცხადა სანიკიძემ. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ყოფილ დეპუტატებს, გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს კიევში 23 ნოემბერს შეხვდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი